კატალონიის „ბარსელონაში“, როგორც ჩანს, არეული ვითარებაა. ამჯერად, გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა ფრენკი დე იონგთან მიმართებაში.
ესპანური მედიის ცნობით, კლუბმა ნიდერლანდელ ნახევარმცველს ხელფასის მკვეთრად შემცირება მოსთხოვა. საუბარია, გასამრჯელოს 50%-ით შემცირებაზეც, რაზეც დე იონგი უარს თუ იტყვის, კლუბი მას ტრანსფერზე დააყენებს.
ნიდერლანდელ ნახევარმცველს „მანჩესტერ იუნაიტედი“ იწვევს და „ბარსელონა“ ფეხბურთელის გასხვისების წინააღმდეგი იყო, მაგრამ ფინანსური სირთულეების გამო შესაძლოა, გეგმა შეცვალოს.
შეგახსენებთ, ფრენკი დე იონგი „ბარსელონამ“ 2019 წელს ამსტერდამის „აიაქსიდან“ 75 მილიონ ევროდ დაიმატა.