იტალიის ნაკრების ვეტერანი მეკარე სალვატორე სირიგუ კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
სირიგუმ „პარტონეპეისთან“ 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდის მეორე მეკარე იქნება. საქმე ისაა, რომ „ნაპოლი“ კეილორ ნავასის ან კეპა არისაბალაგას დამატებას გეგმავს, ხოლო ალექს მერეტს გუნდიდან გაუშვებს.
35 წლის სირიგუმ გასყლ სეზონი „ჯენოაში“ გაატარა, ხოლო მანამდე „პალერმოს“, „კრემონეზეს“, „ანკონას“, პსჟ-ს, „სევილიას“, „ოსასუნასა“ და „ტორინოს“ ღირსებას იცავდა. იტალიის ნაკრებში მას 28 თამაში აქვს ჩატარებული და შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა.