ფეხბურთი

15:42 | 11.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კულიბალი „ჩელსიში“ დებიუტის შესახებ: „პრემიერლიგის რიტმს შეჩვევა სჭირდება“

„ჩელსის“ ახალწვეულმა, კალიდუ კულიბალიმ, კლუბის პრესსამსახურს თავისი პრემიერლიგური დებიუტის შესახებ უამბო. პირველ ტურში „ჩელსიმ“ სტუმრად „ევერტონი“ დაამარცხა - 0:1. სენეგალელმა მცველმა 72 წუთი ითამაშა.

„ველოდი ამ მატჩს და ვიცოდი, რომ იოლი შეხვედრა არ იქნებოდა. პრემიერლიგის რიტმს შეჩვევა სჭირდება. ვცდილობდი ბოლომდე დავხარჯულიყავი. ახლა კი გაგრძელებას ველი.“ - ამბობს კულიბალი.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის სენეგალელი ამ ზაფხულს გადავიდა „ჩელსიში“ „ნაპოლიდან“ 38 მილიონ ევროდ.

0.113897