ფეხბურთი

10:51 | 11.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაროკოს ნაკრებმა ჰალილჰოჯიჩი გაათავისუფლა

მაროკოს სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩის გათავისუფლება გადაწყვიტა - გვამცნობს Hisport.

70 წლის ბოსნიელი სპეციალისტი მაროკოს ნაკრებში 2019 წლიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით მაროკოელებმა 30 მატჩი ჩაატარეს, მათგან 20 შეხვედრა მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

მისი გადადგომა ოფიციალურად მას შემდეგ გაფორმდება, როცა ფედერაციის პრეზიდენტი, ფუზი ლაკჯა ტანზანიიდან დაბრუნდება. ის აფრიკის კონფედერაციის სხდომას ესწრება.

სალიჰამიჯიჩს ადრე „ნანტში,“ პსჟ-ში, „ტრაბზონსფორსა“ და ზაგრების „დინამოში“ უმუშავია. ასევე წვრთნიდა ალჟირის, იაპონიისა და კოტდივუარის ნაკრებებს.

0.116176