ფეხბურთი

10:16 | 11.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: „ბენზემა ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია მსოფლიოში“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, უეფას სუპერთასის მატჩში „აინტრახტის“ დამარცხების შემდეგ (2:0), ჟურნალისტებს თავის ფეხბურთელებზე აზრი გაუზიარა.

„ალაბას გოლის შემდეგ სიტუაციას კარგად ვაკონტროლებდით. უკვე მესამე ფინალია ბურთი აღარ გაგვიშვია და ეს ფაქტი ჩემთვის განსაკუთრებულია. ვფიქრობ, ახლა მთელი კარიერის მანძილზე გასახდელში ყველაზე ჯანმრთელი ატმოსფერო მაქვს. იმ გაგებით თუ როგორ აზროვნებენ ფეხბურთელები და ასრულებენ დავალებებს.

ისინი გონიერები არიან. კარიმ ბენზემა კი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიოში. მისი გოლები სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113384