ძიუდო

1:52 | 11.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სარდალაშვილის ვერცხლი და მაზიაშვილის ბრინჯაო მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი შედეგიანად დაიწყო საქართველოს ნაკრებისთვის, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე ორი ქართველი გავიდა - გიორგი სარდალაშვილი და თორნიკე მაზიაშვილი და ორივემ მედალი მოიპოვა.

60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალიშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. მან ფრანგი ენცო ჟანი, კოლუმბიელი ოსკარ მორატო, ისრაელის წარმომადგენელი იამ ვოლჩაკი და ბრაზილიელი მიშელ აუგუსტო დაამარცხა, ფინალში კი იაპონელ ტაიკი ნაკამურასთან ვერაფერი გააწყო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ასევე 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა თორნიკე მაზიაშვილი, რომელმაც რუმინელი ალექსანდრუ მატეი და ავსტრიელი მარკუს ოერი დაამარცხა, შემდეგ კი ფრანგ რომან ვალადიესთან დამარცხდა, თუმცა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ჯერ ტაიპეის წარმომადგენელი ჩონგ-იუ ლი და მერე ბრაზილიელი მიშელ აუგუსტო დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

11 აგვისტოს ტატამიზე გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე (ორივე 73 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (81 კგ), ნინო ლოლაძე (57 კგ) და ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) გავლენ.

0.120069