ფეხბურთი

22:36 | 10.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვერნერი: "ჩელსიში" VAR-მა სარეკორდო რაოდენობის გოლები გამიუქმა"

„ლაიფციგის“ ახალწვეულმა ტიმო ვერნერმა ლონდონის „ჩელსიში“ გატარებულ პერიოდზე ისაუბრა და თქვა, რომ პირველი სეზონი კარგი იყო, მეორე კი - ცუდი. გერმანელმა ფეხბურთელმა ბევრი რამ ვიდეორეფერისაც დააბრალა.

„არ მინდა, „ჩელსიზე“ საუბარი, ახლა ახალ გუნდში ვარ. პირველ სეზონში იქ ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ ეს ჩემთვის წარმატება არ იყო. ვფიქრობ, უფრო ნეგატიურად გამოჩნდა ყველაფერი, ვიდრე სინამდვილეში იყო. მე სეზონში „ჩელსის“ საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი, მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და მეტის მოთხოვნა არ შეიძლებოდა.

მეორე სეზონი ძალიან უიღბლო იყო, რამდენიმე გოლი VAR-ის გამო გამიუქმეს, ვიდეორეფერიმ ჩემს წინააღმდეგ სარეკორდო რაოდენობის გადაწყვეტილება მიიღო, ვერავინ შეძლებს ამ რეკორდის დამხობას. შემდეგ კორონავირუსი და ტრავმა მქონდა, რამაც გუნდში ჩემი მდგომარეობა გააუარესა. ამიტომ, ჩემთვის ლოგიკური იყო მეტი დროის სათამაშოდ ადგილის შეცვლა“, - თქვა ვერნერმა.

შეგახსენებთ, რომ ტიმო ვერნერმა „ჩელსიში“ 89 შეხვედრაში 23-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 21 საგოლე პასი მიითვალა. 26 წლის შემტევი „ლაიფციგში“2016-2020 წლებში თამაშობდა და 159 მატჩში თავი 95 გოლით და 40 საგოლე პასით გამოიჩინა. მანამდე ვერნერი „შტუტგარტის“ წევრი იყო, გერმანიის ნაკრებში კი 53 თამაშში 24 გოლი აქვს გატანილი.

0.117284