ფეხბურთი

21:31 | 10.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს სიტუაცია "მანჩესტერის" ფეხბურთელებისთვისაც გამაღიზიანებელი გახდა

კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებული სიტუაციით, როგორც ჩანს, „მანჩესტერში“ მისი თანაგუნდელებიც დაიღალნენ.

The Sun-ის ინფორმაციით, რონალდუს კლუბის დატოვება სურს და მანჩესტერშიც უნდათ, რომ ეს ამბავი მალე დასრულდეს. წყაროს თანახმად, პორტუგალიელი ფეხბურთელის წასვლას მისი თანაგუნდელები სწრაფად იმედოვნებენ, რათა გასახდელში კომპაქტურობა აღდგეს. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ მოთამაშეების ნაწილისთვის შექმნილი ვითარება და რონალდუს უკმაყოფილება გამაღიზიანებელი გახდა.

შეგახსენებთ, პირველ ტურში კრიშტიანუ „ბრაიტონთან“ ძირითად შემადგენლობაში არ იყო და მხოლოდ შეცვლაზე ითამაშა, „მანჩესტერმა“ კი „ოლდ ტრაფორდზე“ 1:2 წააგო და სეზონი მარცხით დაიწყო.

0.122677