ფეხბურთი

21:02 | 10.08.2022 | ნანახია 3112 - ჯერ

პიკე მზადაა უხელფასოდ ითამაშოს და "ბარსელონას" სხვა ფეხბურთელების დარეგისტრირებაში დაეხმაროს

ჟერარ პიკე მზადაა „ბარსელონას“ ფინანსურად რთულ პერიოდში კიდევ ერთხელ დაეხმაროს. ამის შესახებ As-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, პიკე მზადაა ერთი სეზონი უხელფასოდ ითამაშოს, რომ კლუბმა ახალწვეული ფეხბურთელების დარეგისტრირება შეძლოს. აღსანიშნავია, რომ ესპანელი მცველი მსგავს დათმობაზე შარშანაც წავიდა, როცა ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმცირა.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ შვიდი ფეხბურთელის დარეგისტრირებას ვერ ახერხებს და არაა გამორიცხული ახალწვეულებმა, ფრანკ კესიმ და ანდრეას კრისტენსენმა შესაძლოა, კლუბი დატოვონ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:09 | 22.02.2024
KoRBeN DaLLaS (24842)

რა ჯობია მაიამიში გართობას ))

0.063877
3112