ფეხბურთი

17:43 | 10.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" 21 წლის ნახევარმცველს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ტურინის „იუვენტუსმა“ ნიკოლო ფაჯოლის კონტრაქტი, რომელიც 2023 წელს იწურებოდა, 3 წლით გაუხანგრძლივა. შესაბამისად, ახალგაზრდა ნახევარმცველი „ბიანკონერიში“ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ფაჯოლი „იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში მხოლოდ ორი ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. მან გასული სეზონი იჯარით „კრემონეზეში“ გაატარა, სადაც 33 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

მიმდინარე ზაფხულს ნიკოლო „იუვეს“ დაუბრუნდა და ახალ სეზონს შავ-თეთრების რიგებში გაატარებს. 21 წლის ფეხბურთელს იტალიის 21-წლამდე ნაკრებში 4 თამაში აქვს ჩატარებული.

0.11877