იტალიურ „ნაპოლის“ „ტოტენჰემის“ ფრანგი ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე დაუკავშირეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
25 წლის ფეხბურთელი ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და „ტოტენჰემის“ დატოვება მოუწევს. მან გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ლიონში“ გაატარა, ამჯერად კი შესაძლოა, იტალიაში გაანათხოვრონ. ტრანსფერის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ „ნაპოლი“ ძალიან ახლოსაა თავდამსხმელების, ჯაკომო რასპადორისა და ჯოვანი სიმეონეს ტრანსფერებთან, მეკარე სალვატორე სირიგუმ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, ხოლო კეილორ ნავასსა და კეპა არისაბალაგას შორის ნეაპოლელები ერთ-ერთს სავარაუდოდ დაიმატებენ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება.