ფეხბურთი

16:20 | 10.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი "ვალენსიამ" ამ სეზონისთვისაც B გუნდში დაარეგისტრირა

ესპანურმა „ვალენსიამ“ იასპერ სილესენისა და გონსალო გედეშის შესაბამისად, „ნაიმეგენსა“ და „ვულვზში“ გაყიდვის შემდეგ სამუ კასტილიეხოსა და სამუელ ლინოს ტრანსფერების ლა ლიგაში დარეგისტრირება შეძლო.

ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ გიორგი მამარდაშვილი „ღამურების“ პირველ გუნდში ისევ არაა დარეგისტრირებული და B გუნდის წევრადაა მოხსენიებული. ცხადია, ეს მხოლოდ ფორმალობაა და ამ გზით „ვალენსია“ ცდილობს, რომ პირველი გუნდისთვის თავისუფალი ადგილი დატოვოს, რომ თუ კიდევ ეყოლება ახალწვეულები, მათი რეგისტრირება უფრო მარტივად შეძლოს.

მამარდაშვილი გასულ სეზონშიც B გუნდში იყო რეგისტრირებული და მას მთავარ გუნდში თამაში შეუძლია, რადგან ლა ლიგის რეგულაციით, თითოეულ გუნდს თამაშში B გუნდის 4 წევრის გამოყენება შეუძლია. 21 წლის ქართველი მეკარე ჯენარო გატუზოს „ვალენსიას“ პირველ მეკარედ მოაზრება და 14 აგვისტოს, „ჟირონასთან“ სეზონის პირველ შეხვედრაშიც ძირითად შემადგენლობაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ესპანური კლუბი ქართველ მეკარესთან კონტრაქტი განახლებასა და გამოსასყიდი თანხის 100 მილიონ ევრომდე გაზრდასაც აპირებს.

0.11026