საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, რუსთავის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე მონტენეგროელი თანატოლების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 1:2.
ანგარიში მატჩის მე-18 წუთზე ალექსნადრე თურქიას გოლით მასპინძლებმა გახსნეს. 33-ე წუთზე მონტენეგროს 17-წლამდე ნაკრებმა ანდრეი ცამაის ზუსტი დარტყმით გაათანაბრა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი, 82-ე წუთზე, დანილო ვუკანიჩმა დააფიქსირა.
საქართველოს და მონტენეგროს 17-წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 11 აგვისტოს გაიმართება.
გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს, მიმდინარე წლის ოქტომბერში ითამაშებს. 17-წლამდე ნაკრები ჯგუფში - ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება.
მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე - 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.
NAKREBI.GE