ევროპის სუპერთასზე მადრიდის „რეალი“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა კომენტარი გააკეთა.
„ეს არის ჯილდო ჩვენი წარმოუდგენელი სეზონისთვის. ვეთამაშებით მადრიდის „რეალს“, რომელსაც დიდებული ხარისხი აქვს და გასულ სეზონში ევროპის რამდენიმე საუკეთესო გუნდი დაამარცხა. გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე დავამტკიცეთ, რომ შანსი ყოველთვის არის და ამჯერადაც ასე იქნება. ვაპირებთ თავდაჯერებულად ვითამაშოთ, რადგან ვიცით, რისი გაკეთება შეგვიძლია“, - თქვა გლასნერმა.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „აინტრახტის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.