ფეხბურთი

11:42 | 10.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ "აინტრახტის" ფანები ჩვენ გვიგულშემატკივრებენ"

ევროპის სუპერთასზე მადრიდის „რეალი“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

„აინტრახტმა“ შესანიშნავად ითამაშა ევროპა ლიგაზე. გვიხარია, რომ ფინეთში ვართ და სასიამოვნოა ადგილობრივი გულშემატკივრების ყურადღების მიქცევა და მათი მხარდაჭერა. ვიცით, რომ მატჩს ბევრი ფრანკფურტელი გულშემატკივარი დაესწრება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ყველა თეთრებში იქნება ჩაცმული, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ისინი ყველა ჩვენ გვგულშეტკივრობენ.

იყო თუ არა გასული სეზონი ჩემს კარიერაში ყველაზე წარმატებული? ალბათ ასეა. აქამდე არასდროს მქონდა მოგებული ერთ სეზონში შიდა ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩემმა ფეხბურთელებმა, მათმა ოსტატობამ, მებრძოლა შემართებამ და ენთუზიაზმა. სწორედ ამ თვისებების წყალობით მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და მივიღეთ ამ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „აინტრახტის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103454