ფეხბურთი

11:10 | 10.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "ბაიერნის" ფანებს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მივიღე"

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ერთადერთი გამოსავალი მედიის საშუალებით საუბარი იყო.

„ყველაფრისთვის მზად ვიყავი, რაც უნდა გამეკეთებინა ტრანსფერისთვის. ვიცოდი, რომ ჩემი განცხადებები მტკივნეული იყო „ბაიერნის“ გულშემატკივრებისთვის და მათ ბოდიშს ვუხდი. თუმცა, იმ დროს ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - მედიის საშუალებით საუბარი.

ამ კლუბზე ცუდს არასდროს ვიტყვი, ჩვენ ერთად ლამაზი ისტორია დავწერეთ და „ბაიერნი“ სამუდამოდ იქნება ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი“, - თქვა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნში“ 2014-2022 წლებში 375 შეხვედრაში 344 გოლის გატანა მოახერხა, „ბარსელონაში“ კი 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

0.111047