ჩილეს ნაკრების თავდამსხმელი ალექსის სანჩესი კარიერას მარსელის „ოლიმპიკში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ფრანგული კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა.
როგორც „მარსელის“ განცხადებაშია აღნიშნული, სანჩესთან პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, რომელიც სამედიცინო შემოწმების შემდეგ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. 33 წლის შემტევი "ველოდრომელებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ალექსის სანჩესი ბოლო სამი სეზონი „ინტერში“ თამაშობდა, რომლის რიგებში 109 თამაშში 20 გოლი გაიტანა. მანამდე მან არაერთ გუნდში ითამაშა, მათ შორის, „კობრელოაში“, „კოლო-კოლოში“, „რივერ პლეიტში“, „უდინეზეში“, „ბარსელონაში“, „არსენალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“.