ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და შესაბამისად, ცნობილია 12-ვე გუნდი, რომლებიც პლეი-ოფში ითამაშებენ და ჯგუფური ეტაპის დარჩენილი 6 საგზურისთვის იბრძოლებენ.
12 გუნდი, რომელიც პლეი-ოფში გავიდა, უკვე დაწყვილებულია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის შემდეგი წყვილები დაუპირისპირდებიან:
ჩემპიონთა გზა
„ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი) – „ვიქტორია პლზენი“ (ჩეხეთი)
„ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია) – „დინამო ზაგრები“ (ხორვატია)
„მაკაბი ჰაიფა“ (ისრაელი) – „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი)
„კოპენჰაგენი“ (დანია) – „ტრაბზონსპორი“ (თურქეთი)
ლიგის გზა
„დინამო კიევი“ (უკრაინა) – „ბენფიკა“ (პორტუგალია)
„რეინჯერსი“ (შოტლანდია) – პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები 16/17 და 23/24 აგვისტოს გაიმართება, ჯგუფური ეტაპის წილისყრა 25 აგვისტოს შედგება, ხოლო პირველი ტურის მატჩები 6-7 სექტემბერს ჩატარდება.