კატალონიური ბარსელონას ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა სათამაშო ნომერი შეცვალა. ახლა ფეხბურთელი 17 ნომრიანი მაისურით თამაშებს.
შეგახსენებთ, რომ გაბონელი შემტევი ადრე 25 ნომრიანი მაისურით თამაშობდა.
გასულ სეზონში მან არსენალისა" და "ბარსელონას" რიგებში ყველა ტურნირზე ჯამში 38 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ობამეიანგის მიმართ სერიოზულ ინტერესს "ჩელსი" იჩენს.