ფეხბურთი

19:31 | 9.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" სერბეთის ნაკრების ფეხბურთელს დაიმატებს

ტურინის „იუვენტუსი“ ფრანკფურტის „აინტრახტის“ ნახევარმცველ ფილიპ კოსტიჩს დაიმატებს. ამის შესახებ ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.

წყაროს თანახმად, კლუბები შეთანხმდნენ და გერმანელები 17 მილიონ ევროს მიიღებენ, რასაც ბონუსებიც დაემატება. სერბი ფეხბურთელი შესაძლოა დღეს საღამოს უკვე ტურინში იყოს და ხვალ დილით სამედიცინო შემოწმება გაიაროს, ხოლო მისი დებიუტი 15 აგვისტოს, „სასუოლოსთან“ მატჩშია მოსალოდნელი.

ფილიპ კოსტიჩმა კარიერა „რადნიჩკიში“ დაიწყო, შემდეგ კი „გრონინგენში“, „შტუტგარტსა“ და „ჰამბურგში“ ითამაშა, ხოლო „აინტრახტის“ წევრი 2018 წლიდანაა და 172 მატჩში 33 გოლი გაიტანა.

0.121945