უნგრული „ფეჰერვარისა“ და საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბაღს“ დაუკავშირეს.
როგორც Azerisport-ი იტყობინება, ზივზივაძე აგდამელებს შესთავაზეს, თუმცა ამ დროისთვის მოლაპარაკებები არ დაწყებულა. წყარო იმასაც წერს, რომ ამ დროისთვის უცნობია, დაინტერესებულია თუ არა, „ყარაბაღი“ 28 წლის ქართველი ფეხბურთელის შეძენით.
ზივზივაძეს „ფეჰერვართან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მიმდინარე ზაფხულს მისი გადაბირებით გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარი „კარლსრუე“ იყო დაინტერესებული, მაგრამ გარიგება არ შედგა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ 5 ჩატარებულ მატჩში 4 გოლის გატანა მოასწრო.