საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა საჭადრაკო ოლიმპიადა მეორე ადგილზე დაასრულა.
ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი 3:1 დაამარცხა, რის შედეგადაც საქართველომ და უკრაინამ თანაბარი ქულები დააგროვეს. თუმცა პირველი ადგილი, დამატებითი მაჩვენებლების გამო, უკრაინელებს ერგოთ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურამდე ინდოეთი ლიდერობდა, მაგრამ ბოლო შეხვედრა ინდოელებმა აშშ-სთან 1:3 წააგეს და ჩემპიონობა დაკარგეს.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: 1. ნანა ძაგნიძე; 2. ლელა ჯავახიშვილი; 3. ნინო ბაციაშვილი; 4. მერი არაბიძე; 5. სალომე მელია. გუნდის კაპიტანი - დავით ჯოჯუა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს უფრო უსამართლობაა
უკრაინამ რატო მოიგო
ვერ მივხვდი
მაგით რატო უნდა წყდებოდეს ჩემპიონის ბედი
ეს ფამატებითი მაჩენებლები რა არი
ეს უკრაინა რა ყველგან ეკვეხება?! გადათამაშების პრინციპი მაინც ყოფილიყო...
გილოცავთ ქალებო ვიცე-ჩემპიონობას, კიდევ უფრო წარმატებებს გისურვებთ!
რუსეთის და ჩინეთის ნაკრების არყოფნის მიუხედავად, ვაჯობეთ ინდოეთს შედეგი ძალიან კარგია
3-1 მოგიგო რაა კარგი
ვულოცავ ქალბატონებს და საქართველოს, წესით სამეულს არცერთ ტურნირზე უნდა ჩამოვცდეთ.