პრემიერლიგაში დაბრუნებული „ფულემი“ ახლოსაა „ვესტ ჰემის“ ცენტრალური მცველის, ისა დიოპის შეძენასთან - გვამცნობს The Guardian.
წყაროს ცნობით, მხარეებმა პრაქტიკულად ყველაფერზე უკვე მოილაპარაკეს. 25 წლის ფრანგის გადაბირება „ფულემს“ 18 მილიონი ევრო დაუჯდება.
გასულ სეზონში დიოპმა „ვესტ ჰემის“ მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, 1 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.