„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მცველს, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსს, რიო ფერდინანდს მიაჩნია, რომ „მანჩესტერმა“ ყოფილი თავდამსხმელი, დანი უელბეკი უნდა დაიბრუნოს. უელბეკი ახლა „ბრაიტონში“ თამაშობს და ფერდინანდს ის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში, სწორედ „იუნაიტედის“ წინააღმდეგ ძალიან მოსწონებია.
„უელბეკი გამოვიდა მინდორზე და ყველამ ვნახეთ როგორ გასწორდა მხრებში და მიგვანიშნებდა: ახლა ნახეთ რა დავმართო მარტინესსა და მაგუაირსო. მისი თამაში იმას ჰგავდა რაც მან 10 წლის წინათ გააკეთა „რეალის“ წინააღმდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე.“
თუ შემცვლელი ფორვარდი გჭირდებათ, დაიბრუნეთ უელბეკი. არ ინანებთ. უბრალოდ უთხარით: შენ კრიშტიანუ რონალდუს შეცვლი ხოლმე და სეზონში 15-20 მატჩს ითამაშებ.“ - თქვა ფერდინანდმა თავის YouTube - არხზე.