ავტოსპორტი

5:06 | 9.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვოლფი - მერსედესი ლიდერებს რამდენიმე თვით ჩამორჩება

„მერსედესის“ ფორმულა 1-ის გუნდის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ მის გუნდს ლიდერების, „ფერარის“ და „რედ ბულის“ დასაწევად, რამდენიმე თვე დასჭირდება. გერმანული გუნდისთვის ეს სეზონი რთული გამოდგა. ბოლო რბოლებში პილოტემბა კვარცხლბეკზე ასვლას მოუხშირეს, უნგრეთში კი ჯორჯ რასელმა პოულიც კი აიღო. მაგრამ სამქიმიანებს მოსაგებად სისწრაფე ჯერ არ ჰყოფნით.

ვოლფის თქმით, მისი გუნდის მანქანების ახლანდელი სიჩქარე ახლოსაა სეზონის დასაწყისის „რედ ბულის“ სიჩქარესთან. მაგრამ იმის გამო, რომ მეტოქეებიც ვითარდებიან, „მერსედსი“ დაწევას ჯერ ვერ ახერხებს.

„ყველამ იცის, რომ ჩვენი მანქანების მთავარი პრობლემა ისევ ვერტიკალური რხევებია. ჩვენ ამის მოგვარებას ჯერ ვერ ვახერხებთ. თუ ჩაჭიდების ძალას გავზრდით, რხევებიც იზრდება. და თუ ამ ძალას შევამცირებთ, მაშინ სიჩქარე გვაკლდება“, - ყვება ვოლფი და დასძენს, რომ ბარსელონაში რბოლის შემდეგ, ინჟინრებმა პრობლემის მიზეზს მიაგნეს. თუმცა მას არ აკონკრეტებს.

ვოლფი ამბობს, რომ მისი გუნდი ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის. მიზანსწრაფულობას, წინა რვა სეზონში გუნდისთვის წარმატება მოჰქონდა. და ასე იქნება მომავალშიც. მისი თქმით, მესამე ადგილი „მერსედესისთვის“ არაფერს ნიშნავს. და ის ვერ შეურიგდება იმას, რომ გამარჯვებისთვის სხვები იბრძვიან.

0.116738