ფეხბურთი

1:50 | 9.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

პიანიჩმა ჩავის თავი მოაწონა და "ბარსელონაში" დარჩება

მირალემ პიანიჩი სავარაუდოდ „ბარსელონაში“ დარჩება. ესპანური მედიის ცნობით, ჩავის ბოსნიელი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და სერხიო ბუსკეტსის ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს.

32 წლის პიანიჩმა ჩავის თავი პრესეზონზე მოაწონა და თუ მანამდე, მისი კატალონიაში დარჩენა პრაქტიკულად გამორიცხული იყო, ახლა სიტუაცია საერთოდ შეიცვალა.

პიანიჩმა გასული სეზონი იჯარით „ბეშიქთაშში“ გაატარა, ხოლო მანამდე „ბარსელონას“ რიგებში 2020-2021 წლების სეზონში 30 უგოლო თამაში ჩაატარა. მირალემს კარიერის განმავლობაში „მეცში“, „ლიონში“, „რომასა“ და „იუვენტუსში“ აქვს ნათამაშები.

0.112187