ფეხბურთი

21:40 | 8.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მემფის დეპაი შესაძლოა "იუვენტუსში" გადავიდეს

ტურინის „იუვენტუსი“ სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელს ეძებს და მემფის დეპაის ვარიანტი იტალიურ მედიაში ბოლო დროს ძალზე აქტიურია.

როგორც რომეო აგრესტი იტყობინება, ტურინელებს ნიდერლანდელი შემტევის წარმომადგენლებთან კონტაქტი ჰქონდათ, თუმცა, ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

მემფის დეპაი „ბარსელონას“ ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული და ესპანურ კლუბს მიმდინარე ზაფხულს დიდი ალბათობით დატოვებს. შეგახსენებთ, რომ დეპაის პსვ ეინდჰოვენში, „მანჩესტერსა“ და „ლიონშიც“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112981