ფეხბურთი

18:21 | 8.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი: "კვარაცხელია მომწონს, მაგრამ უფრო შედეგიანი უნდა იყოს"

იტალიური „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გაეტანო ფონტანამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, როგორც მოთამაშე მოსწონს, მაგრამ მისგან უფრო მეტ შედეგიანობას და უფრო მაღალი მარგი ქმედებით თამაშს ელოდება.

„ფეხბურთელი მომწონს, მაგრამ ის უფრო შედეგიანი უნდა იყოს. მეც, როცა მის ასაკში ვიყავი, კარგი თამაშის შემდეგ გადამეტება მახასიათებდა. ვფიქრობ, ეს მისი ახალგაზრდული ასაკის გამოა. სპალეტიმ იცის, როგორ იმუშაოს ამაზე“, - თქვა ფონტანამ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ ახალ სეზონს 15 აგვისტოს, „ვერონასთან“ საგარეო მატჩით გახსნის.

0.109799