ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ადრიენ რაბიო შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს - ინგლისელები 18 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც ბონუსის სახით 2 მილიონი ევრო დაემატება.
თუმცა, ახლა „მანჩესტერმა“ შეთანხმებას რაბიოს აგენტთან, დედამისთან პირად კონტრაქტზე უნდა მიაღწიოს.
შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიო „იუვენტუსმა“ 2019 წელს დაიმატა და მას იტალიურ გრანდთან კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება.