ფეხბურთი

12:16 | 8.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კანავარო: "კვარაცხელიამ და "ნაპოლის" სხვა ახალწვეულებმა ტიფოზებს წარსული უნდა დაავიწყონ"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ თავისი ყოფილი კლუბის „ნაპოლის“ შესახებ ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან „აძურის“ სატრანსფერო კამპანიაზეც გააკეთა კომენტარი.

„არც კი მინდა წარმოვიდგინო რა მოხდება, თუ „ნაპოლი“ სეზონს კარგად ვერ დაიწყებს და გოლების გატანის პრობლემა ექნება. ლორენცო ინსინიე გუნდისთვის გარანტია იყო, მერტენსსაც დიდი წვლილი შეჰქონდა, მაგრამ ახლა „ნაპოლიში“ იგივეს ვერ ვხედავ. კვარაცხელია მიზნობრივი შენაძენია. კლუბის ახალწვეულებმა უნდა აჩვენონ ძალა და გამბედაობა, რომ ადამიანებს წარსული დაავიწყონ. „სტადიო მარადონას“ სჭირდება ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, როგორ დაანთონ ცეცხლი ტიფოზების გულებში“, - თქვა კანავარომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ პრესეზონი დაასრულა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ შეხვდება.

ფაბიო კანავარო ნეაპოლელია და კარიერაც მშობლიურ კლუბში დაიწყო, რომლის პირველ გუნდში 1992-1995 წლებში ითამაშა.

0.119084