„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა, რომელმაც პრემიერლიგაში სადებიუტო თამაშში დუბლი შეასრულა. როგორც ესპანელმა აღნიშნა, ახლა ნორვეგიელი ფორვარდის კრიტიკა შეწყდება.
„მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერლინგმა ორი გაიტანა, კარგის მისთვისაც და ჩვენთვისაც. ის მეტოქეებს საფრთხეს უქმნის, მაგრამ ყველა პრობლემის გადაჭრას მარტო ვერ შეძლებს.
ჰოლანდი ჩვენს გუნდს რაღაცას მისცემს, მაგრამ შეცდომა იქნება, თუ მხოლოდ მას დავეყრდნობით. ძალიან მიხარია, რომ ორი გოლი გაიტანა, ახლა მისი კრიტიკა შეწყდება. მან ბევრი გოლი გაიტანა „ზალცბურგში“, „დორტმუნდში“ და ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ იგივეს აქაც გააგრძელებს“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონში, „ვესტ ჰემი“ ერლინგ ჰოლანდის დუბლით 2:0 დაამარცხა.