სამ გრანდს შორის შეიძლება დიდი სამმაგი გაცვლა განხორციელდეს. ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ჟერარ რომერო ავრცელებს. ჟურნალისტის ცნობით "ბარსელონა" ფრენკ დე იონგს "პსჟ"-ში გაუშვებს, რომლის შემდეგაც პარიზელები მარკო ვერატის "მანჩესტერ სიტის" დაუთმობენ. თავის მხრივ "ბლაუგრანას", რომელსაც ფრენკ დე იონგის გაყიდვა და ნახევარდაცვის გაძლიერება ისედაც სურდა, საშუალება ექნება "სიტისგან" ბერბარდუ სილვა იყიდოს.
სხვათაშორის, "ბარსელონადან" დე იონგის წასვსვლაზე არაერთხელ დაიწერა. ნიდერლანდელმა ესპანურ კლუბში აშკარად ვერ გაამართლა. მარკო ვერატის "პსჟ"-ში ტრანსფერზე კი, პირველად დაიწერა.