ფეხბურთი

10:55 | 7.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: “მცირე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ მაინც თავგანწირვით ითამაშა”

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" სერია ა-ს დაწყებამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა. ნეაპოლელები "ესპანიოლს" დაუპირისპირდნენ და უგოლოდ დაშორდნენ. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 70 წუთი გაატარა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კვარას შესახებ ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"მქონდა მოლოდინი, კვარაცხელია ასე ითამაშებდა. გუნდში გვჭირდება ფეხურთელი, რომელიც ინდივიდუალურად ძლიერია და შეუძლია მეტოქის მოტყუება, შეტევაში სივრცეების განთავისუფლება და კარში დარტყმა. კვარა თავგანწირვით თამაშობს. მას კუნთი ჰქონდა გაჭიმული და შესვენებაზე ვკითხე ხომ არ შემეცვალა, მაგრამ მან მოედანზე დარჩენა ამჯობინა. ეს ყველაფერი ხვიჩას ძლიერ ხასიათზე მეტყველებს. "-თქვა ლუჩანო სპალეტიმ

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე პასია. 'ნაპოლი" სერია ა-ს 15 აგვისტოს "ვერონასთან" გასვლითი მატჩით იწყებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110917