ფეხბურთი

2:25 | 7.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" პრესეზონი "ატალანტასთან" მოგებით დაასრულა, მამარდაშვილმა ითამაშა

„ვალენსიამ“ სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ბოლო ამხანაგური თამაში „მესტალიაზე“ ბერგამოს „ატალანტასთან“ ჩაატარა, რომელმაც „ტარონხას თასზე“ გაეჯიბრა და 2:1 დაამარცხა.

ჯენარო გატუზოს გუნდმა პირველი ტაიმი უგო დუროს გოლით მოიგო, რასაც იტალიელებმა ედერსონის გოლით მეორე ტაიმის სტარტზე უპასუხეს. გაშვებულ გოლში გიორგი მამარდაშვილს, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, ბრალი ნამდვილად არ მიუძღვის. „ღამურებმა“ მაინც მოიგეს, რადგან 81-ე წუთზე უგო დურომ დუბლი შეასრულა.

ამრიგად, „ვალენსიამ“ პრესეზონი დაასრულა და 14 აგვისტოს, ლა ლიგის პირველ ტურში „ჟირონას“ უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ გიორგი მამარდაშვილს გატუზო პირველ მეკარედ განიხილავს.

0.116891