ფეხბურთი

18:12 | 6.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვერონას" გარდა, ლოჩოშვილით კიდევ ერთი იტალიური კლუბია დაინტერესებული

საქართველოს ნაკრებისა და „ვოლფსბერგერის“ მცველის, ლუკა ლოჩოშვილის მიმართ ინტერესი იტალიიდანაა.

როგორც ავსტრიული გამოცემა Krone იტყობინება, „ვერონას“ გარდა, ლოჩოშვილისთვის ბრძოლაში „კრემონეზეცაა“. კრემონელებს 24 წლის ქართველს მანამდეც უკავშირებდნენ, შემდეგ თითქოს ინტერესმა იკლო, მაგრამ ბოლო ცნობებით, „კრემონეზე“ ბრძოლაში დაბრუნდა და შეთავაზება გააუმჯობესა, თუმცა, დეტალები უცნობია.

როგორც ცნობილია, „ვერონა“ ავსტრიულ კლუბს 1.6 მილიონ ევროს სთავაზობს, რაზეც კლუბის პრეზიდენტმა დიტმარ რიგლერმა თქვა, რომ ამ თანხაზე უარს ვერ იტყოდა. თუმცა, შესაძლოა, ვენეტოელებს „კრემონეზემ“ აჯობოს, რომელიც სერია A-ში 1996 წლის შემდეგ პირველად ამ სეზონში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი „ვოლფსბერგერის“ წევრი 2020 წლიდანაა და 71 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „დინამო თბილისსა“ და სლოვაკურ „ჟილინაში“ ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121158