ფეხბურთი

16:54 | 6.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილიანი შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს

ვეტერანი ბრაზილიელი ნახევარმცველი ვილიანი, რომელიც „კორინთიანსში“ თამაშობს, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ვილიანით ლონდონის „ფულჰემი“ დაინტერესდა. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. გასულ სეზონში მან 35 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ვილიანი ინგლისში სხვადასხვა დროს „ჩელსისა“ და „არსენალის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110142