სხვა

13:30 | 6.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის მენეჯმენტის კურსების მე-2 სემინარი

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით და სეოკ-ის ინიციატივით ორგანიზებული პროექტის - სპორტის მენეჯმენტის კურსების მე-2 სემინარი გაიმართა.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

მონაწილეებმა მოისმინეს სეოკ-ის და მოწვეული ექსპერტების პრეზენტაციები სპორტის მენეჯმენტის საკითხებზე, მათ შორის სპორტული ორგანიზაციების მარკეტინგის მართვა, სპორტული ორგანიზაციების სტრატეგიული მართვა. პრეზენტაციები მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

პროგრამის დირექტორმა რუსუდან აფციაურმა სემინარის მონაწილეებს წარუდგინა პირველ შეხვედრაზე განხილული თემების შემაჯამებელი პრეზენტაცია და მომავალი საპრეზენტაციო მასალის მიმოხილვა.

მენეჯმენტის კურსები მიმდინარეობს სოკ-ის მიერ გამოცემული „ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის" („Managing Olympic Sport Organizations- MOSO") სახელმძღვანელოში შესული მასალის საფუძველზე და მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ოლიმპიური და სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მენეჯმენტის სფეროში.

სპორტის მენეჯმენტის კურსები დასრულდება 2022 წლის დეკემბრის თვეში. წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სოკ-ის დიპლომები.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119006