ფეხბურთი

10:29 | 6.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცო: "კვარაცხელია ვარჯიშებზეც ბოლომდე იხარჯება, აშკარაა, რომ მაგარი ფეხბურთელია"

„ნაპოლის“ კაპიტანმა და იტალიის ნაკრების მარჯვენა მცველმა ჯოვანი დი ლორენცომ ხვიჩა კვარაცხელიაზე დადებითად ისაუბრა და თქვა, რომ ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია.

„კვარაცხელიას არ ვიცნობდი, როცა გავიგე, რომ ის უნდა გვეყიდა, მისი ვიდეოები ვნახე და აშკარად ჩანდა, რომ ძლიერი მოთამაშე იყო. ამ შეკრებაზე უკვე აჩვენა, რატომ გადაწყვიტა „ნაპოლიმ“ მასზე ფსონის გაკეთება. ვარჯიშების დროსაც კი მაქსიმუმის გაცემაზე მუშაობს და ძალიან ძლიერია“, - აღნიშნა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ პრესეზონზე ბოლო ამხანაგურ თამაშს დღეს ჩაატარებს და „ესპანიოლს“ დაუპირისპირდება. კვარაცხელიამ იტალიური კლუბის მაისურით 5 ამხანაგურ თამაშში თავის გამოჩენა 4 გოლით და 2 საგოლე პასით მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124347