ფეხბურთი

11:47 | 6.08.2022 | ნანახია NaN - ჯერ

კრისტიან ბენტეკე MLS-ში ითამაშებს

კრისტიან ბენტეკემ „კრისტალ პალასი“ დატოვა და კარიერას MLS-ში გააგრძელებს. 31 წლის ფორვარდმა „დი სი იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2024-წლამდე გააფორმა.

ამრიგად, 31 წლის ბელგიელი უეინ რუნის ხელმძღვანელობით ითამაშებს, რომელიც ამერიკული კლუბის მთავარი მწვრთნელია.

ბენტეკე „კრისტალ პალასში“ 2016 წლიდან თამაშობდა და 177 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა. მანამდე ის, „გენკის“, „სტანდარდის“, „კორტრაიკის“, „მეხელენის“, „ასტონ ვილასა“ და „ლივერპულის“ წევრი იყო, ბელგიის ნაკრებში კი 45 თამაშში 18 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:09 | 15.11.2014
დიტო (14812)

ეს სუ გამო##ევდა რა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066212
სარეკლამო ადგილი - 99
X x X