ირაკლი აზაროვი „დინამო ბათუმს“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილით დაემშვიდობა. ქართველმა ფეხბურთელმა „ცრვენა ზვეზდაში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კარიერას სერბეთის ჩემპიონში გააგრძელებს.
აზაროვმა „დინამო ბათუმს“ და მის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის „დინამოს“, ჩვენ ერთად დაუვიწყარი წლები გავატარეთ. გვქონდა, როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდი, მაგრამ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და არასდროს არ ვიხევდით უკან, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „პირატებს“, თქვენ შეუდარებლები ხართ და ყოველთვის ჩემს გულში იქნებით. მინდა დიდი წარმატება გისურვოთ, ძალიან დიდი მადლობა ყველას“, - დაწერა აზაროვმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი „დინამო ბათუმში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 65 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „დინამო თბილისის“ წევრი იყო. ირაკლის საქართველოს ნაკრებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული.