ფეხბურთი

0:22 | 6.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა "ბაიერნის" ჩვეული დომინაციით დაიწყო

გერმანიის ბუნდესლიგის 2022-2023 წლების სეზონი მიუნხენის „ბაიერნმა“ დიდებულად დაიწყო და პირველსავე ტურში გამოაჩინა, რომ ზედიზედ მე-11-ედ აპირებს „ვერცხლის სინის“ მოგებას. უფრო სწორად, მისი კონკურენტი გერმანიაში ძნელი მოსაძებნი იქნება.

„ბაიერნმა“ „აინტრახტი“ გასვლაზე 6:1 გაანადგურა და უფრო მეტად რომ მოენდომებინა, უფრო დიდი სხვაობითაც დაამარცხებდა. ამის თქმის საფუძველს პირველი ტაიმის შედეგი იძლევა - 5:0!

იულიან ნაგელსმანის გუნდის უპირატესობა წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ და შინ სამი ქულით დამსახურებულად დაბრუნდა. გერმანიის სუპერთასის შემდეგ ბუნდესლიგაში სადებიუტო თამაშშიც გაიტანა სადიო მანემ და სენეგალელ ფეხბურთელს, როგორც ჩანს, ადაპტაციისთვის დრო სულაც არ დასჭირვებია.

„ბაიერნის“ სტარტი ბრწყინვალეა, მომდევნო მეტოქე კი 14 აგვისტოს, „ვოლფსბურგი“ იქნება.

„აინტრახტი“ – „ბაიერნი“ 1:6 (0:5)

გოლები: 0:1 კიმიხი (5), 0:2 პავარი (11), 0:3 მანე (29), 0:4 მუსიალა (35), 0:5 გნაბრი (43), 1:5 კოლო მუანი (64), 1:6 მუსიალა (83)

0.123014