ფეხბურთი

23:00 | 5.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ "ფენერბაჰჩე" პუტინის სახელის სკანდირების გამო დასაჯა

უეფამ სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ კიევის „დინამოსთან“ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯა.

თურქმა გულშემატკივრებმა ვიტალი ბუიალსკის გოლის შემდეგ ვლადიმირ პუტინის სახელის სკანდირება დაიწყეს, რაზეც უეფამ რეაგირება მოახდინა.

სტამბოლური კლუბი 50 000 ევროს ჯარიმის სახით გადაიხდის, გარდა ამისა, ევროთასის მომდევნო საშინაო მატჩში ტრიბუნების ნაწილის დახურვა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ კიევის „დინამომ“ „ფენერბაჰჩე“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 2:1 დაამარცხა.

0.127236