ფეხბურთი

20:17 | 5.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ჩვენ 100 მილიონად ექვს ფეხბურთელს ვყიდულობთ, "სიტი" და "ლივერპული" - ერთს"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულთან“ გათანაბრება ძალიან ძნელი იქნება. როგორც მან თქვა, ეს კლუბები სხვა დონეზე არიან და სხვაობას ფინანსური შესაძლებლობები ქმნის.

„მანჩესტერმა“ გასული სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა, მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუ, სანჩო და ვარანი დაიმატა. ორი სეზონის წინ მეორე ადგილზე გავიდნენ, შემდეგ ასეთი ტრანსფერები გააკეთეს, რომ ეცადათ ჩემპიონობა და მეექვსე პოზიციაზე გავიდნენ. თუ მკითხავთ „სიტისა“ და „ლივერპულზე“, გიპასუხებთ, რომ ორი ტოპ კლუბია, რომელთაც ერთი და იგივე მწვრთნელი ჰყავთ 7 წელია და ჩემი აზრით, ახლა ისეთ დონეზე არიან, მათთან გატოლება ძალიან რთული იქნება. უნდა ვეცადოთ ამ უფსკრულის აღმოფხვრა, თუმცა, ჩვენ 100 მილიონს ექვს ფეხბურთელში ვხარჯავთ, ისინი კი ამ ფასად ერთ ან ორ მოთამაშეს ყიდულობენ და სწორედ ეს არის განსხვავება. მაგრამ, ასევე ძალიან კარგად ვიცით, რომ ისინი ამ პოზიციებზე დამსახურებულად არიან. ტოპ კლუბი რომ გახდე, სტაბილურობაა საჭირო, ხედვა და იდეა ძალიან მკაფიო უნდა იყოს“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემი“ პრემიერლიგის პირველ ტურში 6 აგვისტოს, „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება.

0.110667