ფეხბურთი

16:30 | 5.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ჩელსიმ" მარკ კუკურელია დაიმატა

„ბრაიტონ ალბიონის“ ყოფილი ფეხბურთელი მარკ კუკურელია კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

„არისტოკრატებმა“ 24 წლის ესპანელში 62 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს, რის შედეგადაც კუკურელია ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მარცხენა მცველი გახდა.

ესპანელმა კარიერა „ბარსელონაში“ დაიწყო, შემდეგ „ეიბარსა“ და „ხეტაფეში“ ითამაშა, ხოლო გასული სეზონი „ბრაიტონში“ გაატარა, სადაც 38 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.

0.121343