ფეხბურთი

14:35 | 5.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლევან ხარაბაძე კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშებს

„დინამო თბილისის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლევან ხარაბაძე „პაფოსში“ გადავიდა. კვიპროსული გუნდის ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა კონტრაქტის ვადა უცნობია. ლევანი კვიპროსულ გუნდში 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ხარაბაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, 2019-2020 წლებში კი „ციურიხის“ რიგებში ირჯებოდა, რომლის მაისურით 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა. შვეიცარიულ კლუბში ის თავიდან ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, მაგრამ შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და საქართველოში დაბრუნდა.

22 წლის ფეხბურთელმა 2019 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 3-ჯერ ითამაშა. აქვე გეტყვით, რომ "პაფოსის" მთავარი მწვრთნელი მიჩელ სალგადოა, ტექნიკური დირექტორი კი გაისკა მენდიეტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125846