იტალიური „რომა“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს აგრძელებს და ჟორჟინიო ვეინალდუმი დაიმატა. ნიდერლანდელი ფეხბურთელი „ჯალოროსის“ პსჟ-დან იჯარით შეუერთდა.
31 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ ჟორჟინიო ვეინალდუმი პსჟ-ს შარშან შეუერთდა და 38 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ნიდერლანდელი მანამდე „ფეიენოორდში“, პს ეინდჰოვენში, „ნიუკასლსა“ და „ლივერპულში“ თამაშობდა.