ფეხბურთი

12:54 | 5.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბერგერის" პრეზიდენტი ლოჩოშვილის ტრანსფერზე: "ამ შეთავაზებაზე უარს ვერ ვიტყვი"

„ვოლფსბერგერის“ პრეზიდენტმა დიტმარ რიგლერმა დაადასტურა, რომ ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერზე „ვერონადან“ შეთავაზება მიიღეს. როგორც მან თქვა, ასეთ წინადადებაზე უარს ვერ იტყვიან.

„ტრანსფერის ასეთ საფასურზე უარს ვერ ვიტყვი. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ლუკას განვითარება და შემდეგ მისი მომგებიანად გაყიდვა. გვინდა, რომ სამშაბათს „გზირასთან“ საპასუხო მატჩში დაგვეხმაროს და იმედია, თანახმა იქნება“, - აღნიშნა რიგლერმა.

ამრიგად, ლოჩოშვილი სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში „ვერონას“ შეუერთდება, რომელიც სერია A-ს ბინადარია და პირველ ტურში „ნაპოლის“ ხვდება. იტალიელები ავსტრიელებს ლუკას სანაცვლოდ 1.6 მილიონ ევროს სთავაზობენ.

24 წლის ლოჩოშვილს „ვოლფსბერგერში“ 2020 წლიდან 71 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა. მას ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ლუკამ საქართველოს ნაკრებში ორჯერ ითამაშა (ბულგარეთთან და ესპანეთთან გასულ წელს წაგებულ მატჩებში).

0.118183