ფეხბურთი

23:31 | 4.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

რიკი პუჩი ლოს ანჯელეს "გალაქსიში" ითამაშებს

კატალონიის „ბარსელონას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი რიკი პუჩი ლოს ანჯელეს „გალაქსიში“ გადავიდა. ამერიკულმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

22 წლის ნახევარმცველმა „გალაქსისთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ტრანსფერის ფინანსური დეტალები კი უცნობია.

რიკი პუჩი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 2019 წლიდან კი 60 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112363