ფეხბურთი

20:00 | 4.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ტელეში ესპანეთში გაანათხოვრა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ალექს ტელეში კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ესპანურ კლუბს იჯარით შეუერთდა. ტელეში „მანჩესტერში“ 2020 წლიდან ირჯებოდა და 50 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

მანამდე სამხრეთამერიკელმა „ჟუვენტუდეში“, „გრემიოში“, „გალათასარაიში“, „ინტერსა“ და „პორტუში“ ითამაშა. ბრაზილიის ნაკრებში მის აქტივში 6 უგოლო თამაშია.

0.169062