ფეხბურთი

19:20 | 4.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ცრვენა ზვეზდას" აზაროვის ტრანსფერი ნახევარ მილიონ ევროზე ნაკლები დაუჯდება

საქართველოს ნაკრების მცველის, ირაკლი აზაროვის ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია. სერბული მედიის ცნობით, ის გუშინ „პიუნიკთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩსაც დაესწრო, რომელიც სერბებმა 5:0 მოიგეს.

Sportski žurnal-ი იტყობინება, რომ აზაროვის სანაცვლოდ ბელგრადელები „დინამო ბათუმს“ 300 000 ევროს გადაუხდიან. გარდა ამისა, ქართული გუნდი აზაროვის მომდევნო ტრანსფერიდან 20%-იან წილს მიიღებს. ირაკლი სერბებთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

აღსანიშნავია, რომ 20 წლის მცველი იანვარში „ტრაბზონსპორში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თურქეთშიც ჩავიდა, მაგრამ გარიგება ჩაიშალა. თურქული მედიის მაშინდელი ინფორმაციებით, ტრაბზონელები ტრანსფერში 1 მილიონ ევროს იხდიდნენ.

ირაკლი აზაროვი „დინამო ბათუმში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 65 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო საქართველოს ნაკრებში დღემდე 8 თამაში ჩაატარა.

0.117893